
კალაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება
08/04/2025 12:52:14 პოლიტიკა, სამართალი
"ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პარტია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.
"არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი - უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს და მათი მოგვარება საჭიროა.
შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი",- თქვა კალაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021