Accentnews.ge
მაჭავარიანი: თუ იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს, დასაფიქრებელი იქნება

მაჭავარიანი: თუ იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს, დასაფიქრებელი იქნება

08/04/2025 14:36:46 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი გადაჭრით ვერ ამბობს, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან. 8 აპრილს, სწორედ ამ ადგილზე იკრიბებიან პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრები. დემონსტრანტები მემორიალთან ღამის გათენებას გეგმავენ.

„ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს... მე წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პარტიულ აქტივს...

თუ იქ პროვოკაციების მცდელობა იქნება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, - თქვა ლევან მაჭავარიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S