
აშშ-ს ელჩი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან მოვიდნენ
09/04/2025 07:54:24 პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ.
მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.
მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა და ნათესავებმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენა. აქციის მონაწილეებს გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი.
დილიდან ადგილზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.