Accentnews.ge
პოლონეთის საელჩო: 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები

პოლონეთის საელჩო: 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები

09/04/2025 07:55:50 პოლიტიკა

პოლონეთის საელჩო საქართველოში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ.

საელჩოს განცხადებით, პოლონეთი ახლაც უერთდება ქართულ საზოგადოებას, "რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის".

"1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის". - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S