
ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს
09/04/2025 07:57:47 პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 აპრილს დაღუპულებს პატივს მიაგებს.
"ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს". - ნათქვამია განცხადებაში.