
რუსეთში დატყვევებულ ქართველ მებრძოლს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს
09/04/2025 17:57:00 პოლიტიკა
რუსულმა სასამართლომ უკრაინის მხარეზე მებრძოლ ქართველს - გიორგი გოგლიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროპაგანდისტული TASS იუწყება.
გოგლიძე კიდევ ერთ ქართველ გიორგი ჩუბიტიძესთან ერთად 2023 წლის ნოემბერში დაატყვევეს. მათ "დაქირავებულობას" ედავებიან.
ჟენევის კონვენციების თანახმად, დაქირავებულები არ არიან მეომარი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრები. მათი მონაწილეობა კონფლიქტში განიხილება უკანონოდ და მათზე არ ვრცელდება ის დაცვა, რომელიც ეხება მებრძოლებს. მაგრამ ქართველ მოხალისეებს, მათ შორის გოგლიძეს, ჰქონდათ კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, შესაბამისად, არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი.
2025 წლის მარტში პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“, საერთაშორისო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობით, ქართველი მებრძოლები მამუკა გაწერელია, გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბიტიძე პოლიტპატიმრებად აღიარა.