Accentnews.ge
გერმანია: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს

გერმანია: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს

10/04/2025 11:03:13 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში, მათ შორის საქართველოს შესახებ არის საუბარი.

"კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):

"საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციური შეთანხმების შესახებ ბერლინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე 9 აპრილს განაცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S