11-04-2025 16:28:28 პოლიტიკა ,სამართალი
საქართველოში მორიგი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი - საგანმანათლებლო ინიციატივა "ფრეიმის" კოორდინატორი ნიკოლაი კასიანი არ შემოუშვეს.
როგორც გამოცემა "Paper Kartuli"-ს კასიანის მეგობარმა მაქსიმ ივანცოვმა უამბო, რუს ოპოზიციონერს ტელეფონი ჩამოართვეს და საქართველოში შემოსვლის ამკრძალავი საბუთი გადასცეს, რომელშიც მიზეზად "კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებია" მითითებული.
ანალოგიური ბედი ეწია საქართველოში შემოსვლის მსურველ თავად მაქსიმ ივანცოვსაც 2024 წელს. მაშინ, როგორც თავად ამბობს, მას განუცხადეს, რომ "საქართველოსა და რუსეთის მტერია".