Accentnews.ge
ნინო წილოსანი: ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან

ნინო წილოსანი: ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან

11/04/2025 18:29:53 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს აფასებს.

„ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ” – ამბობს ნინო წილოსანი „იმედთან”.

„ნუ ალბათ აი ესეთ ცინიკურ ფაქტთან გვაქვს საქმე, ხო ანუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერზე, გადაყირავდა და თავდაყირა დადგა ფაქტიურად ყველა პრინციპი თუ ღირებულება რომელიც წესით დასავლეთს ამოძრავებდა” – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S