
პაპუაშვილი: ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე ტერიტორიების ოკუპაციაა
14/04/2025 08:28:00 პოლიტიკა
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ერთადერთი ბარიერი – ტერიტორიების ოკუპაცია უდგას წინ.
„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას, როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. […] სხვა საკითხებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს“,- თქვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.
პაპუაშვილმა არ უპასუხა კითხვას „ბოდიშის მოხდასთან“ დაკავშირებით.