Accentnews.ge
გახარია ამბობს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია

გახარია ამბობს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია

14/04/2025 09:39:01 პოლიტიკა

"საქართველოსთვის" ლიდერი, ექს-პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის დროს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება თავად გასცა, რეზინის ტყვიებზე - არა.

"სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე ბრძანება შესაბამისი გეგმისა და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა ეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს ეხებოდა, მე გავეცი. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია". - თქვა გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, იცის თუ არა, ვინ გასცა ბრძანება სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

"მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია. მე რომ მცოდნოდა, ასეთი ბრძანება არსებობდა ან ვინმემ გასცა, ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი. შესაბამისად, მე არ ვიცი". - უპასუხა გახარიამ წულუკიანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S