Accentnews.ge
პესკოვი: "რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების განსავითარებლად"

პესკოვი: "რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების განსავითარებლად"

14/04/2025 13:07:58 პოლიტიკა

კრემლის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთერთობების განსავითარებლად.

ასე გამოეხმაურა იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას საქართველოსთან დიპლომატიური ურთერთობების აღდგენისთვის მზაობის თაობაზე.

"რაღაც განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ იმას, რომ რუსეთი მართლაც მზადაა, გადადგას ნაბიჯები ურთერთობების ნორმალიზებისთვის, ვადასტურებ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ კეთილი ურთერთობებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად იქნება და ენდომება" - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: გალუზინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის" აღიარების უკან გაწვევას მოსკოვი არ აპირებს და საქართველოსთან დიპურთიერთობების აღსადგენად ამ გადაწყვეტილებას არასოდეს გადახედავს.

„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად, - აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.... [...] თუმცა არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ, ეს დღესაც გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული 2008 წლის აგვისტოში, გადახედვას არ ექვემდება და ვწუხვართ, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთერთობების აღდგენას ამ საკითხს უკავშირებს" - განაცხადა გალუზინმა.

ამასთან, რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ "დიპლომატიური ურთიერთობებიც გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ „სააკაშვილის რეჟიმმა, მას შემდეგ, რაც სცადა აგრესიის განხორციელება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

ამასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატი „ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელ ნაბიჯებს უწონებს, ბოდიშის მოხდის შესახებ წინასაარჩევნო დაპირებას შეახსენებს და ფაქტობრივად, სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისკენ მოუწოდებს:

„გასული შემოდგომით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. რამდენადაც ვხვდები, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართაც და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებ, ეს კონვერტირდება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“ .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S