15-04-2025 10:00:23 პოლიტიკა
"ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობს. ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.
საქართველოს დელეგაციაში შედიან "ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სადავო პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.