15-04-2025 16:35:49 პოლიტიკა ,სამართალი
სადავო პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს (თუმცა როგორც დაანონსდა, ეს ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს), ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია: