სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

15-04-2025 16:39:22 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მანამდე მას პროკურატურამ წარუდგინა ბრალი. საქმე აღძრულია 349-ე მუხლით, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღკვეთის ღონისძიების თაობაზერ მოსამართლე ნანა შამათავამ იმსჯელა. სხდომას გივი თარგამაძეც ესწრებოდა.

ადვოკატის თქმით, გივი თარგამაძე კომისიაზე პრინციპულად არ გამოცხადდა. ადვოკატმა გირაოს ოდენობის ნაწილში სასამართლოს შესთავაზა, რომ გირაოს მინიმალური ოდენობა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, თარგამაძეს ამ ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და იმის გადახდაც კი, რასაც სასამართლო შეუფარდებს, მეგობრებმა უნდა უზრუნველყონ: „10 000 ლარი დღეს კურსის გათვალისწინებით დიდი ფული აღარ არის საქართველოში, მაგრამ უმუშევარი ადამიანისთვის ეს შეიძლება დიდი ტვირთიც იყოს. სახლი, რომელშიც გივი თარგამაძე ცხოვრობს, დღემდე დარეგისტრირებული არ არის და ამიტომ ის სახლს გირაოს უზრუნველყოფისთვის ვერ გამოიყენებს“.

გირაოს უზრუნველყოფილს ნაწილში სხდომაზე მცირე განმარტება გააკეთა გივი თარგამაძემაც: „მთლიანად შემოსავალი ოჯახში გვაქვს 1000 ლარი პენსია, როგორც ყოფილი პარლამენტარის“.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები