16-04-2025 10:58:17 სამართალი
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ sცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
სასამართლო სხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანი არ დასწრებია, მან ციხიდან წერილი გამოაგზავანა, სადაც ეწერა, რომ "ნანობს ჩადენილს" და მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე არ გამოცხადდა.
ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის კესარია აბრამიძე გასული წლის 18 სექტემბერს დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.