Accentnews.ge
26 მაისს შემეცნებით-გასართობი სივრცეები რუსთაველის ნაცვლად ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა

26 მაისს შემეცნებით-გასართობი სივრცეები რუსთაველის ნაცვლად ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა

16/04/2025 14:03:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის 15 აპრილის განკარგულებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შემეცნებით-გასართობი სივრცეები ალექსანდრეს ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

თავისუფლების მოედანზე გაიმართება ახალწვეულების ფიცის საზეიმო მიღება. 17:10-ზე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა იქნება ორბელიანის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც ასევე სატელევიზიო ეთერით იქნება უზრუნველყოფილი.

გასულ წლებში შემეცნებით-გასართობი სივრცეები რუსთაველის გამზირზე ეწყობოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S