
“მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია”
16/04/2025 16:39:06 პოლიტიკა
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლა.
რეჟისორი დათა თავაძე წერს, რომ პროტესტის ნიშნად, თეატრთან მიდის და თანამოაზრეებსაც მოუწოდებს, „ახალ თეატრთან" მივიდნენ;
“მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია” - წერს თავაძე.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
სამინისტროს მტკიცებითს, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.