ნორვეგიის საგარეო უწყება: ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს

16-04-2025 22:06:17 პოლიტიკა

„ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევენ. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს, რაც ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას.

გაუქმებისკენ მოვუწოდებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პარტლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები