Accentnews.ge
სამეფო უბნის თეატრი: სოლიდარობა დავით დოიაშვილს, მისი გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე

სამეფო უბნის თეატრი: სოლიდარობა დავით დოიაშვილს, მისი გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე

16/04/2025 18:11:48 პოლიტიკა

სამეფო უბნის თეატრი განცხადებას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს.

„სოლიდარობა დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას!

- დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.

- დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.

- ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა „ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.

სამინისტროს მტკიცებითს, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S