
ქეთი დოლიძე: დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი
16/04/2025 18:38:10 პოლიტიკა
დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი, - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
აღნიშნულის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
სამინისტროს მტკიცებითს, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.