17-04-2025 19:49:45 პოლიტიკა
პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი უწყებების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო აქვეყნებს.
მათი ვინაობა არ ზუსტდება, თუმცა განმარტებულია, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
"საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ზრდის საპასუხოდ, პოლონეთმა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში, საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
პოლონეთი მხარს უჭერს ქართველი საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს". - წერია განცხადებაში.