Accentnews.ge
ვაშაძე – „ოცნებას“: „მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, გპირდებით, პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ“

ვაშაძე – „ოცნებას“: „მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, გპირდებით, პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ“

03/03/2020 15:02:52 საშინაო პოლიტიკა

"ახალი საქართველოს” ლიდერი პალამენტის თავმჯდომარის მიერ ამერიკელი კონგრესმენის ინტერვიუსთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და „ქართულ ოცნებას“ „ოპოზიციაში გადასასვლელად მომზადებას“ ურჩევს.

"არჩილ თალაკვაძის განცხადება უბრალოდ სამარცხვინოა. თუ ნულპროცენტიანია ოპოზიცია, ჩაატარეთ პროპორციული არჩევნები და მოიგეთ. მაგრამ, თქვენ ყოველდღიურად გაკლდებათ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ამიტომაც ხართ ასეთ ცუდ მდგომარეობაში. მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ“ - მიმართავს მმართველ გუნდს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის: დღეს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.

მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ მაღალი მხარდაჭერა არსებობს. [...] მინდა, ოპოზიციის ნაწილიდან ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს ქვეყანაში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S