ჩერგოლეიშვილი: ბიძინამ, საკუთარი თავიდან სანქციები რომ აირიდოს, თავის ამომრჩეველს უვიზოს უუქმებს

18-04-2025 16:54:45

„უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ იმიტომ განიხილება, რომ ბიძინაზე და მის მარიონეტებზე დამიზნებულ სანქციებს კონსენსუსი სჭირდება და უნგრეთი ბლოკავს რეჟიმის თხოვნით. უვიზოს შეჩერება უბრალო უმრავლესობით, უნგრეთის გარეშე შეიძლება. ანუ ბიძინამ, საკუთარი თავიდან სანქციები რომ აირიდოს, თავის ამომრჩეველს უვიზოს უუქმებს — რა ენაღვლება, თვითონ და თავისი ოჯახი ხომ საფრანგეთის მოქალაქეები არიან“, — წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუმცა „ქართული ოცნების“ მოკავშირე უნგრეთი სანქციების დაწესებას ბლოკავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კი უბრალო უმრავლესობა, ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის მხარდაჭერა ესაჭიროება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები