სალომე ზურაბიშვილი: ქრისტე აღდგა! და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

19-04-2025 15:22:34 პოლიტიკა

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! - აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილისოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ახლა სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ვიმყოფებით და საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

„აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები