ნატა მურვანიძე: ახალმა თეატრმა სასწორზე დადო თავისი ვნება, რასაც თამაში ჰქვია და მეორე ვნება, რასაც მეგობრის გვერდში დგომა ჰქვია და მეგობრობამ გადაწონა

19-04-2025 15:33:25 პოლიტიკა

მსახიობი ნატა მურვანიძე ეხმაურება ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტსა და ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის გადაყენებას.

"ახალი თეატრი დოის შექმნილია. თანამოაზრეობის და ერთსულოვნების მაგალითია. ახალი თეატრი ყოველთვის რისკავს და არ ეშინია ექსპერიმენტების, არ ეშინია მარცხის და არ აფუჭებს წარმატება.

ჩვენ რა გვეშველება, თორემ არც დოის და არც მის დასს ჯერჯერობით არაფერი შეშლიათ. ახალმა თეატრმა ისევე გარისკა, როგორც რისკავს, როცა სპექტაკლზე მუშაობს. ახალ თეატრს არ ეშინია პირადი მარცხის, მაგრამ იბრძვის გამარჯვებისთვის.

ახალმა თეატრმა სასწორზე დადო თავისი ვნება, რასაც თამაში ქვია და მეორე ვნება, რასაც მეგობრის გვერდში დგომა ქვია და მეგობრობამ გადაწონა.

ახალმა თეატრმა უკვე გაიმარჯვა! ახალი თეატრი კიდევ უფრო მძლავრად გაიმარჯვებს, რადგან სათავეში ყავს ერთგული, შეუპოვარი და სიყვარულით სავსე დავით დოიაშვილი. ყავს საოცარი ხელმძღვანელი და თავზეხელაღებული ექსპერიმენტატორი, რომელიც ყოველ ჯერზე თავიდან იბადება თავის თეატრთან ერთად.

დოი და მისი გუნდი, ანდროსთან ერთად, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ. ამის მწამს. ამ რწმენის გარეშე ვერ ვიარსებებთ. თავისუფლება ანდროს გამარჯვება დოის და ახალ თეატრს!", - წერს მურვანიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები