Accentnews.ge
შაჰინი: "დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს"

შაჰინი: "დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს"

22/04/2025 06:33:11 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწსების ფაქტს ეხმიანება.

"მივესალმები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ მათი მოვალეობა და დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს", – წერს შაჰინი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს. კერძოდ, სანქცირებულები არიან: გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე; შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე. ბრიტანეთის საელჩო იუწყება, რომ სანქციები დაწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

გარდა ამისა, 2 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაასანქცირა მოსამართლეები ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. საუბარია ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს. სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ ისინი ჩართულიები იყვნენ და არიან კორუფციულ გარიგებებში.

მანამდე, 2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, "რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე". სანქცირებული არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე. სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S