22-04-2025 13:12:06 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 18 პირი.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან:
1997 წელს დაბადებული ნ.ტ., 1976 წელს დაბადებული თ.ლ., 1976 წელს დაბადებული გ.ბ., 1956 წელს დაბადებულ ბ.კ., 2004 წელს დაბადებული ნ.გ., 2005 წელს დაბადებული ლ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., ასევე, წარსულში ნასამართლევები: 1985 წელს დაბადებული ა.პ. 1995 წელს დაბადებული ო.კ., 1984 წელს დაბადებული ი.რ., 1981 წელს დაბადებული ი.თ., 1973 წელს დაბადებული ბ.შ. 1993 წელს დაბადებული ზ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ზ.ღ., 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1971 წელს დაბადებული ნ.ა., 1984 წელს დაბადებული მ.თ.:
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.