22-04-2025 16:37:18 პოლიტიკა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს, ე.წ. სასამართლო კლანის წევრებთანაა დაკავშირებული.
"ხვალ, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება აქციების გამო დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი.
საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. მჭედლიშვილი დაკავშირებულია ე.წ. კლანის წევრებთან, მათ შორის, ლევან მურუსიძესთან და მისი ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ლიეტუვასა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.