Accentnews.ge
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“

03/03/2020 18:42:52 საგარეო პოლიტიკა

გამოცემა "Morning Consult“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც არჩილ თალაკვაძე რუსულ ოკუპაციასა და აშშ–საქართველოს ურთიერთობებზე წერს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას. ახლახანს რუსმა პრეს-სპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა - რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს თავისი ჯარები ჩვენი რეგიონებიდან, შეწყვიტოს კიბერშეტევები და საქართველოს წინსვლის ჩაგდება საფრთხის ქვეშ. შარშან შემოდგომაზე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება. აქტში გაჟღერებულია მოწოდება საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე მდგარი საფრთხეების შეფასებისკენ, განსაკუთრებით კიბერსფეროში ჩარევის მხრივ, და აშშ- ის მხრიდან ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო აქტიური ზომების მიღებისკენ. 2012 წლიდან მოყოლებული ქართველმა ხალხმა განახორციელა რიგი დემოკრატიული რეფორმები. ქართველები დიდად აფასებენ ადმინისტრაციისა და კონგრესის მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში - 2020 წელს, მაგალითად“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S