
საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა
23/04/2025 13:00:00 პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიმართვა და დაარეგისტრირა ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“. გადაწყვეტილება 22 აპრილით არის დათარიღებული.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ კმაყოფილდებოდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი - 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა ჰქონდა.
„ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ.