
OC Media-ს ფოტოგრაფი „გზის გადაკეტვისთვის“ მეოთხედ დააჯარიმეს
23/04/2025 13:24:39 პოლიტიკა, საზოგადოება
OC Media-ს თანადამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე პოლიციამ მეოთხედ დააჯარიმა „გზის გადაკეტისთვის“.
"20 000-ზე ავედი ჯარიმებით ამასობაში.რაც შეეხება სახის დაფარვას და ა.შ თვითონ ოცნების იდიოტური "კანონებითაც" კი, არ უნდა ვჯარიმდებოდეთ ჟურნალისტები. ამიტომაც არ ვაპირებ სახის დაფარვას და არაფერს. ვაგრძელებ ჩვეულებრივად bring it on", — წერს მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.