გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

23-04-2025 18:10:08 პოლიტიკა

სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ვაშაძის განცხადებით, გუნდთან ერთად გადაწყვეტს გადაიხდის თუ არა გირაოს.

კომისიაზე მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები