25-04-2025 18:57:48 პოლიტიკა ,თავდაცვა
NATO-ს 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინა წლის მსგავსი ჩანაწერი აღარ არის.
უკრაინასთან დაკავშირებით 2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ ალიანსი რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს უკრაინას მომავალი წევრობის გზაზე რეფორმების გატარებაში და რეგულარულად შეაფასოს ეს პროგრესი.
ამასთან, მითითებული იყო, რომ მოკავშირეებმა და უკრაინამ ჩამოაყალიბეს NATO-უკრაინის საბჭო, ერთობლივი ორგანო, სადაც ისინი თანასწორ წევრებად სხდებიან პოლიტიკური დიალოგის, თანამშრომლობისა და უკრაინის წევრობის მისწრაფებების პროგრესისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ახლო პარტნიორი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყანაა – დროთა განმავლობაში, ფართო სპექტრის პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების პროცესს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მის მიზანს.