შსს იძიებს 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეს

25-04-2025 22:12:52 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე.

ეს მუხლი გულისხმობს ოჯახში ძალადობას. და 1-იდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, სამეგრელოს ერთერთ სოფელში ოჯახის წევრები 7 წლის ბავშვზე ძალადობდნენ.

ბავშვის ემიგრაციაში მყოფი მამა და ბებია ბავშვზე ძალადობაში დედასა და მეორე ბებიას (დედის დედას) ადანაშაულებენ.

"უცემიათ, დაუკბენიათ ბებიას და დედას... ბავშვი დაამწყვდიეს საღორეში. ბავშვის ნათქვამით, მაძლევდნენ წყალსა და პურსო.... სულ დაკბენილია, გადატყავებულია. ბავშვი დაშინებულია", - ამბობს ემიგრაციაში მყოფი ბებია. მამა ამბობს, რომ მისი ყოფილი ცოლი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ის შსს-ს მოუწოდებს სწრაფი რეაგირებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ. ამასთან, მისი თქმით, ბავშვის დედა მას შვილთან კომუნიკაციას ბოლო პერიოდის განმავლობაში უშლიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები