
რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს
26/04/2025 12:09:44 პოლიტიკა
"ოცნების" განაყოფი "ხალხის ძალის" წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა - არჩევნებში კაჭარავა ერთადერთ კანდიდატი იყო.
"2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა" - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
კაჭარავამ ამ თანამდებობაზე სოსო ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, ხმაურიანი არჩევნების შედეგად.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S