სააპელაციომ ოკმელაშვილი 5-წლიან პატიმრობაში დატოვა

28-04-2025 22:39:47 პოლიტიკა ,საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილის, 2024 წლის მაისში საკუთარ სახლში დაკავებული დემონსტრანტის, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის გიორგი ოკმელაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი - 5-წლიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება 28 აპრილს გამოაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.

ოკმელაშვილის ადვოკატის კობა ბარამიას თქმით, საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი გეგმავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.

ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი გელაშვილმა. მას ლიეტუვის მთავრობამ სავიზო სანქციები დაუწესა) 3 თებერვალს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა.

ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს საკუთარ სახლში და პოლიციელზე ძალადობის ბრალი წაუყენეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები