Accentnews.ge
ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდება

ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდება

29/04/2025 05:34:50 საზოგადოება

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისიტის მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მათ სახლებში დღეს დილით მივიდნენ.

ჟორჟოლიანმაც და ბაჯელიძემაც პროკურატურის თანამშრომლების გამოჩენის დროს მობილური ტელეფონებით „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში გასვლა შეძლეს, თუმცა მათი ჩართვები მოულოდნელად გაითიშა.

როგორც მარიამ ბაჯელიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით.

ცნობისთვის: „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრულის საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S