ზურაბიშვილი: არ ვიცი, რამდენად მისალოცია, როცა ვუყურებთ, რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები

30-04-2025 15:03:29 პოლიტიკა ,ციტატა

„მინდა მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე. არ ვიცი რამდენადაა მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები: ერთი მხრივ, ის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორეს მხრივ, და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს არ ტარდება არცერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ბოლო წლებში ვითარდებოდა და სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები“,- განაცხადა თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები