02-05-2025 14:10:42 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობაში დატოვა.
პატიმრობაში რჩებიან:
პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ისევ არსებობდა. კერძოდ კი, თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს, რის გამოც პატიმრობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო.
დაკავებულთა ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, მიაჩნიათ, რომ პატიმრობა დაუსაბუთებელია.
ცნობისთვის: დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ თავისუფლების 6-დან 9-წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ თავისუფლების 4-დან 6-წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.