Accentnews.ge
ზურაბიშვილი: საქართველოში რუსები იქცევიან ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში

ზურაბიშვილი: საქართველოში რუსები იქცევიან ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში

04/05/2025 20:08:25 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქვეყანას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც ერთი ხელით რეპრესიებს ახორციელებენ, მეორეთი კი გამდიდრებით არიან დაკავებულები.

პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ აქტუალური საკითხებით არ არის დაინტერესებული. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი რუსია, რომლებიც „ისე იქცევიან, როგორც საკუთარ ქვეყანაში“, ტურიზმის სექტორიც კი დაიპყრეს - ისინი ქართველების ნაცვლად საუბრობენ საქართველოზე.

"ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომელებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულებმი.რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაკტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახიცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!!ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა!ესეც პატრიოტიზმია!"

</iframe>

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S