05-05-2025 17:21:12 სამართალი
თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.