
ირაკლი კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა
06/05/2025 09:02:51 პოლიტიკა
"ქართული ოცენების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა.
"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,
- მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა,
- შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა,
- სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა,
- გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ,
- ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა", – ნათქვამია მთავრობის ადმინტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021