
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს
06/05/2025 10:50:51 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“. რას გულისხმობდა იგი ამ სიტყვებში არ დაუკონკრეტებია.
„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა - ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021