07-05-2025 09:34:59 პოლიტიკა
ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” თანაავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს.
„ქვემოთ ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებაში და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში.
აღმასრულებელი ხელისუფლება
საკანონმდებლო ორგანო
სასამართლო
სახელმწიფო ინსტიტუტები
ბიზნესი
პროპაგანდა
„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არადა, მოიმკით შედეგებს“, - მიმართავს ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ცნობისთვის: 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181 – დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელია და 8 – დემოკრატი.
აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად 433 კონგრესმენია, მათგან 220 რესპუბლიკელია და 213 – დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
„MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.