Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64–ვე მუნიციპალიტეტში

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64–ვე მუნიციპალიტეტში

07/05/2025 10:22:37 პოლიტიკა

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი სააარჩევნო კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე–10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. [...] ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64–ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული კუთხის ინტერესები", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ცნობისთვის: „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩინეთმა, თურქეთმა, ირანმა და ვენესუელამ მიულოცეს.

"ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

ხუთ თვეზე მეტია, საქართველოში აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S