
“საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ”
04/03/2020 20:10:18 საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„სომხეთმა და საქართველომ ამ გეგმის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მისი განხორციელების ფარგლებში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ“,- განაცხადა ფაშინიანმა.
ამ დრომდე საქართველოსა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ პასპორტების გამოყენებით შეეძლოთ.
სომხეთის პრემიერი საქართველოს 3-4 მარტს სტუმრობდა.