
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა
07/05/2025 13:51:32 პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დავით ფერაძე ლაშა აბაშიძემ შეცვალა.
სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოების მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცნობილი სამეწარმეო რეესტრში 7 მაისს ასახული ცვლილებებიდან გახდა.
დავით ფერაძე 2017 წლის 22 ნოემბრიდან იყო რკინიგზის გენერალური დირექტორი. „საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე ის „თანაინვესტირების ფონდის" მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო. ინფორმაციისთვის: „მტკვარი ჰესი“ ის ერთ-ერთი პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, „კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტისთვის“, გიორგი ბაჩიაშვილისათვის. ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა. უცნობია, არის თუ არა დავით ფერაძის შეცვლა კავშირში „მტკვარი ჰესის“ საქმის გამოძიებასთან.
ლაშა აბაშიძე 2013-14 წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, თბილისის ვიცე-მერი იყო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021