08-05-2025 22:24:14 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ნაანდერძები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციების შენარჩუნებისკენ და დავიწყებას არ მიეცეს საერთო ისტორიული მემკვიდრეობა და არ დაიშვას მეგობარ ერებს შორის შუღლის დათესვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მილოცვაში უკრაინა არ არის ნახსენები.