09-05-2025 11:59:08 პოლიტიკა
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 8 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.
"საინტერესოა, რომ საქართველო არ იყო მიპატიჟებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე. სხვა ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყანა მიწვეული იყო". - წერს იოზვიაკი X-ზე.
გამოცემა ფორმულას კითხვაზე "რატომ არ იყო საქართველო სხდომაზე მიწვეული", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია "ქართული ოცნების ხელისუფლების" ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.
„ორმაგი სტანდარტია ყველგან. ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს. ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოში რომ აღშფოთდებიან. საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ეს ხელისუფლება და ეცით პატივი!“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.